თურქეთის პროვინცია მანისაში მდებარე ქალაქ სომაში მაღაროს აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვა 238 ადამიანს მიაღწია. განცხადება ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა რეჯებ ტაიიპ ერდოღანმა ქალაქ სომაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
აფეთქებოს დროს მაღაროში 787 ადამიანი იმყოფებოდა.
„წინასწარი მონაცემებით დაღუპულია 238 ადამიანი. 80 დაიჭრა. 19 ადამიანი საავდმყოფოებიდან გამოწერილია. მძიმედ დაჭრილები ამჟამად საავადმყოფოებში აღარ არიან",- განაცხადა ერდოღანმა და აღნიშნა, რომ მაღაროში ნანგრევებს ქვეშ ჯერ კიდვე იმყოფება დაახლოებით 120 ადამიანი.
პრემიერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს მათ გადასარჩენად და ავარიის შედეგების ლიკვიდაციისათვის.