მწიფდება "პანკისის კრიზისის" საფრთხე, _ განაცხადა"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს პარალმენტში გამართულ ბრიფინგზე.
ამის დასტურად კი გიორგი თარგამაძე იმ ფაქტს ასახელებს, რომ უკანასკნელ პერიოდში რუსული საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღავნელობის შემაშფოთებელი განცხადებები საქართველოში ტერორისტული ჯგუფების არსებობის თაობაზე.
თარგამაძის თქმით, ეს მას ახსენებს იმ დროს, როდესაც იწყებოდა პანკისის კრიზისი რამდენიმე წლის წინ.
"ამიტომაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი კეთდება მომავალში მორიგი პროვოკაციის გასასამართლებლად და შესაბამისად იზრდება საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ესკალაციის რისკი", - აცხადებს თარგამაძე და მიიჩნევს, რომ დაუყონებლივ უნდა შეიკრიბოს ნდობის ჯგუიფი, სადაც მოწვეული იქნება უშიშროების საბჭოს მდივანი და მოხდეს საკითხის განხილვა.