სეპარატისტული დნესტრისპირეთის 185 ათას მცხოვრებზე მეტმა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობისადმი მიმართვას რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ უკვე მოაწერა ხელი. განცხადება ამის შესახებ დნესტრისპირეთის რუსული სათვისტომოების კავშირის ხელმძღვანელმა ვიორიკა კოხტარევამ გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„ხელის მოწერა მხოლოდ მოსახლეობის ნაწილმა მოასწრო, ვინაიდან ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებიდან მოდიოდა და დიდხანს არ გაგრძელებულა. მხოლოდ აქტივისტებმა კი ვერ მოასწრეს თითეული სახლის მოვლა",_ განაცხადა კოხტარიოვამ.