„ჩვენ არ გვაქვს არავითარი განზრახვა სადმე ჯარი გავაგზავნოთ",_ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეარხ „Bloomberg" თან კითხვაზე პასუხის გაცემისას გამოჩნდება თუ არა რუსეთის ჯარი დონეცკში ან ლუგანსკში იმ შემთხვევაში თუ მოსკოვი 25 მაისს უკრაინაში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს არალეგიტიმურად ჩათვლის.
ამასთან ერთად, სერგეი ლავროვმა მოუწოდა ყველა ნუ უწოდებენ დონეცსა და ლუგანსკში მყოფ ამბოხებულებს „პრორუსულებს".
„მათ არ სურთ, რომ მათ ან „პრორუსული" უწოდო ან „პროამერიკული" მათ სურთ ისინი უკრაინელებად იწოდებოდნენ.
როდესაც შენ ელი რომ როგორც თანასწორს ისე მოგექცევიან, შენ კი გექცევიან როგორც ტაახს ან საქონელს ან საერთოდ ახდენენ შენს იგნორირებს, როგორვ ამას კიევის ხელისუფლება აკეთებდა ორი თუ სამი თვის განმავლობაში, მაშინ მე მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც თავიანთი პრობლემებისადმი ყურადღების მიქცევა სურთ",_ განაცხადა ლავროვმა.
მასალის გამოყენების პირობები