14 მაისს, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ფრენკ ჰიმსკერკი (Frank Heemskerk) ტელეფონით დაუკავშირდა საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს და მიულოცა ბანკის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება 2014-2017 წლებისთვის მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ახალი სტრატეგიის დამტკიცების შესახებ.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სტრატეგია სრულ თანხვედრაშია საქართველოს ხელისუფლების მიერ მომზადებულ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან (საქართველო 2020) და ითვალისწინებს ქვეყანაში კონკურენტუნარიანობის, ადამიანურ რესურსებსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას.