15 მაისს, 20:00 საათზე, „თეგეტა მოტორსის" სათაო ოფისში გაიმართება თვითნასწავლი ნოვატორის, გიორგი ქვარიანის მიერ საქართველოში შექმნილი, სრულიად განსხვავებული და შთამბეჭდავი დიზაინის მქონე ავტომობილის პრეზენტაცია. ავტომობილი QVR ფუნქციონალურად დახვეწილია და დიზაინით არ ჩამოუვარდება მსოფლიო მოდელებს. 23 წლის გიორგი ქვარიანი „თეგეტა მოტორსის" აღმოჩენაა და ის აღნიშნული ავტომობილით მთელი საქარველოს გარშემო გეგმავს ტურის მოწყობას, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას უკეთ გააცნობს საკუთარ შემოქმედებას.
გიორგი 15 წლის იყო, როდესაც ქართულ ბაზარზე თამამი განაცხადის გაკეთება გადაწყვიტა და ავტომობილის შექმნა დაიწყო. 8 წლის თავზე კი, პრეზენტაციის შემდეგ, უკვე დასრულებული ავტომობილი, აუქციონის სახით მსოფლიო მასშტბით გაიყიდება.
სამომავლოდ გიორგი ახალი და ფუნქციურად მეტად გაუმჯობესებული ავტომობილების შექმნას გეგმავს.