26 მარტს, 18:00 საათზე, ფოთის ვ. გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართება აქცია "ახალი თაობა ნარკომანიის გარეშე". აქციაზე წარმოდგენილი იქნება ფოთის თეატრის სპექტაკლი ბულგაკოვის "მორფი" (რეჟისორი იორაკლი გოგია).
სპექტაკლი საგანგებოდ იმართება არასრულწლოვანი პრობაციონერებისათვის. წარმოდგენას დაესწრებიან ის პირებიც, რომლებიც დაავადებულნი იყვნენ ნარკომანიით.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მიზნობრივი მაყურებელი, საეკლესიო პირები და ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საუბარს ნარკოტიკებით გამოწვეულ პირდაპირ თუ ირიბ შედეგებზე გაუძღვებიან ამ დარგის სპეციალისტები და ექსპერტები.
აქციის ორგანიზატორები არიან პრობაციის ეროვნული სააგენტო ფოთის ოფისი, ფოთის ვ. გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ფოთის მერია, იურიდიული დახმარების ბიურო, ფოთის ნარკოლოგიური ცენტრი.