პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკური ფორუმი, რომელიც ,,ექსპო-ჯორჯიაში" იმართება ქვეყნებს შორის პირდაპირი და საქმიანი კონტაქტების დამყარების შესანიშნავი საშუალებაა. პრემიერმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
,,ჩემთვის უაღრესად სასიამოვნოა დღეს თქვენი საქართველოს დედაქალაქში ხილვა. მოხარული ვარ, რომ თქვენი ვიზიტის ფარგლებში ასევე იმართება საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკური ფორუმი, რაც ჩვენი ქვეყნების ბიზნესის წარმომადგენლებს შორის პირდაპირი და საქმიანი კონტაქტების დამყარების შესანიშნავი საშუალებაა. ნება მომეცით, მადლობა გადავუხადო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორებს.ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა ხანგრძლივ ისტორიას ითვლის, 2012 წელს კი საქართველოსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავი ვიზეიმეთ. აღსანიშნავია ქართველ და ფრანგ ხალხთა შორის არსებული ისტორიული კავშირებიც. ჩემთვის პირადად, საფრანგეთი ყოველთვის იყო დემოკრატიული ღირებულებებისა და მაღალი კულტურის არაჩვეულებრივი მაგალითი და სორბონის უნივერსიტეტში სწავლისას საფრანგეთში გატარებულმა პერიოდმა დიდი გავლენა იქონია ჩემს დამოკიდებულებაზე დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული იდეალებისადმი", _განაცხადა პრემიერმა, ეკონომიკურ ფორუიმზე, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად ესწრება.
მასალის გამოყენების პირობები