ევროკავშირმა კიდევ 13 ადამიანისა და 2 ყირიმული კომპანიის მიმართ სანქციები დააწესა. დღემდე ევოკავშირის შავ სიაში 48 ადამიანი შედიოდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია დიპლომატიურ წრეებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყარომ არ დააკონკრეტა ნუსხის ახალი ფიგურანტები არიან თუ არა რუსეთის მოქალაქეები ან სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მყოფი სეპარატისტების წარმომადგენლები და მხოლოდ ის განაცხადა, რომ „დაწვრილებითი შემადგენლობა მხოლოდ მას შემდეგ ჯანსაჯაროვდება, როდესაც ინფორმაცია ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გაჩნდება.
ეს გადაწყვეტილება გახდა პასუხი უკრაინის აღმოსავლეთ ნწიულში ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების გამო.