ეგვიპტის ეკონომიკის გასაჯანსაღებლად ადგილობრივმა მთავრობამ ახალი გადასახადი შემოიღო. აღნიშნული გადასახადი კი ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც წლის განმავლობაში 1 მლნ ეგვიპტურ ფუნტზე (142 ათასი დოლარი) მეტს გამოიმუშავებენ. გადასახადის ოდენობა კი შემოსავლის 5 %-ია. თუმცა ვიდრე კანონი ძალაში შევა, მანამდე მას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა აგლი მანსურომ უნდა მოაწეროს. გადასახადიდან აკრეფილი თანხა კი ქვეყანაში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის იქნება მიმართული.