უკრაინაში 25 მაისს დაგეგმილი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ლუგანსკში არ ჩატარდება. განცხადება ამის შესახებ დღეს სამხრეთ აღმოსავლეთ არმიის პრესცენტრის ხელმძღვანელმა ვასილი ნიკიტინმა გააკეთა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება უკვე ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარეობს.
„შესაძლოა არჩევნები ჩატარებულიყო კიდეც ლუგანსკის ოლქში, მაგრამ ახლა ეს ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაა და ამიტომაც აქ არჩევნები არ ჩატარდება",_ აცხადებს ნიკიტინი და აღნიშმნავს, რომ ლუგანსკის ე.წ. ხელისუფლება ახლა გაეროში გასაგზავნ წერილს ამზადებს სადაც მოითხოვს აღიარებულ იქნეს მისი ე.წ. დამოუკიდებლობა.
დღეს საღამოს ლუგანსკში აზეიმო კონცერტია დაგეგმილი.