ე.წ. დონესკის სახალხო რესპუბლიკამ გადაწყვიტა ჯერ ჯერობით უკრაინულ გრივნზე უარი არ თქვას და რეგიონის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნოს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ე.წ. დონესკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის მიროსლავ რუდენკოს თქმით, გრივნი ე.წ. რესუბლიკაში მთელი გარდამავალი პერიოდი იმოქმედებს და „შემდეგ უკვე ვნახავთ".
მისივე თქმით, ე.წ. დონესკის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლება პირველად ამოცანად თავდაცვის ორგანიზებასა და საზღვრების კეთილმოწყობას მიიჩნევს.
„აუცილებელია მივაღწიოთ იმას, რომ რეგიონის ტერიტორიაზე არსებული ყველა სამხედრო ფორმირება და ნაწილი, სასამართლოები და პროკურატურა ჩვენი კონტროლის ქვეშ მოექცეს. მოწინააღმდეგის ყველა ძალა კი რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებიდან უნდა გავდენოთ",_ აცხადებს რუდენკო.
მასალის გამოყენების პირობები