რუსული მედია უკრაინის ექს-პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მიმართვას ავრცელებს. იანუკოვიჩი უკრაინის ხელისუფლებას „სისხლიან ხუნტას" უწოდებს და მათგან ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილიდან ჯარის დუყოვნებლივ გამოყვანას მოითხოვს.
„არე შემიძლია ახლა ჩემი რაღაც სტრატეგიული შეცდომები ვაღიარო, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, არასოდეს არც ერთი ხელისუფლება, არც ერთი კარიერა და არც ერთი ფინანსური წარმატება არ ღირს ადამიანების სიცოცხლედ. სისხლიანმა ხუნტამ კი უკვე გაანადგურა 300 მშვიდობიანი ადამიანი",_ ნათქვამია რუსული მედიის მიერ გავრცელებულ იანუკოვიჩის განცხადებაში.
„მოგიწოდებთ თქვენ -შეჩერდით. მთელმა მსოფლიომ დაინახა თუ რამდენი ადამიანი მოვიდა რეფერენდუმზე! თქვენ შეიძლება რეფერენდუმის შედეგები არ აღიაროთ, მაგრამ თქვენც და ევროპაც და ვერც სხვა ქვეყნები უკვე ვეღარ უარყოფთ, რომ არ არსებობენ არავითარი ტერორისტები და თქვენ ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებთ",_ ნათქვამია იანუკოვოიჩის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები