წყალტუბოს "ქართული ოცნების" რაიონულ შტაბში, დაპირისპირება მოხდა.
რაიონულ შტაბში, პარტიის წევრთა ერთი ნაწილი შეიჭრა, რომლებიც შტაბის უფროსს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრების ლობირებაში ადანაშაულებენ და ითხოვენ, რომ საარჩევნო სიებიდან ამოიღონ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები.
ბრალდებებს აბსურდულად მიიჩნევენ შტაბის წარმომადგენლები.