დღეს, ე.წ. მუხროვანის ამბოხების საქმეზე დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილ უფროსის ლევან ტაბიძეს ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.
ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის ნაცვლად გირაოთი გათავისუფლება ითხოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ლევან ტაბიძეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
ადვოკატმა ვლადიმერ გაბრიჩიძემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაენთავისუფლებინათ, თუმცა მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
პროკურატურამ შს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ლევან ტაბიძე წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დააკავა.