რუსეთში ყურადღებით ადევნებდნენ თვალს უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ჩატარებული რეფერენდუმებისთვის მზადებასა და ჩატარებას და პატივისცემით ეკიდებიან მოსახლეობის ნების გამოხატვას. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მოსკოვში პატივისცემით ეკიდებიან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მცხოვრებთან ნების გამოხატვას და გამომდინარეობენ იქიდან, რომ რეფერენდუმის შედეგების რეალიზაცია ცივილიზებული მეთოდებით წარიმართება ყოველგვარი ძალადობის გარეშე კიევის, დონეცკისა და ლუგანსკის წარმომადგენლებს შორის",_ ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კრემლი ასევე აღნიშნავენ მოსახლეობის მაღალ აქტიურობას ე.წ. რეფერენდუმზე.