უკრაინაში კრასნოარმეისკის საქალაქო საბჭო და მილიციის განყოფილება უკრაინის ეროვნული გვარდიის ბატალიონ „დნეპრის" მებრძოლებმა დაიკავეს.
ქალაქის ადმინისტრაციის შენობას ბატალიონის მებრძოლები იცავენ, რომლებიც ავტომატური ცეცხლაასროლი იარაღით არიან შეაიარაღებულნი. ქალაქის მილიცია ბლოკირებულია პრივატბანკის ჯავშნიანი ავტომობილებით. მილიციის შესასვლელში და გასასვლელში განთავსებულია ტყვიამფრქვევები.
სეპარატისტები, რომლებიც ქალაქში რეფერენდუმს ატარებდნენ, გაიქცნენ ყველა საარჩევნო უბნიდან.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათი გაქცევა ეროვნული გვარდიის ზეწოლის შედეგად მოხდა.
ქალაქის ცენრალურ მოედანზე დონეცკის სახალხო რესპიბლიკის შექმნის 100-მდე მომხრე დგას, რომლებიც აცხადებენ, რომ ბოლომდე დაიცვენ საკუთარ იდეალებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციის არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ სეპარატისტები ახალი ძალების მხარდაჭერას ელოდებიან.
მასალის გამოყენების პირობები