დონეცკის მხარეში რეგიონის თვითგამორკვევის რეფერენდუმში მონაწილეობა ამომრჩეველთა 50%-ზე მეტმა მიიღო, ლუგანსკის მხარეში კი 80%-ზე მეტმა. ამის შესახებ თვითმარქვია ცენტარლური საარჩევნო კიმისიის თავმჯდომარემ რომან ლაიგინმა ინტერფაქსს განუცხადა.
ინტერფაქსი ლიაგინზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კრასნო ლომანის რაიონში გამოცხადებამ 70%-ს გადააჭარბა, მაშინ როდესაც დილით სააგენტო იმავე ლიაგინზე დატრდნობით წერდა, რომ რაიონში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს და არავითარი ინფორმაცია იქ არასებულ ვითარებაზე არ გააჩნია.
ამავდროულად, უკრაინის ხელისუფლება არ აღიარებს ე.წ. რეფერენდუმს დონეცისა და ლუგანსკის მხარეში და მას ფედერალიზაციის მომხრეთა საინფორმაციო კამპანიას უწოდებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა სერგეი პაშინსკიმ განაცხადა.
„ფაქტობრივად არავითარი „რეფერენდუმი" იქ არ იმართება, ეს არის საინფორმაციო კამპანია, რათა დაფარონ საკუთარი დანაშაული", - განაცხადა სერგეი პაშინსკიმ და დასძინა - „დონეცკისა და ლუგანსკის მხარის 2/3-ში არავითარი რეფერენდუმის მსგავსი პროცესიც კი არ იმართება, ზოგიერთ დიდ ქალაქში ფიქსირდება ერთგვარი მინიმიტინგები პრინტერზე დაბეჭდილი ბიულეტენებით".
მისივე თქმით, ე. წ. გამოცხადების მაჩვენებელი ფაქტობრივად 0%-ის ტოლია, უკრაინის გადამღები ჯგუფები მუშაობენ ადგილებზე ვითარების დასაფიქსირებლად.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინალმა სამართალდამცავებმა სეპარატისტებისგან ასი ათასზე მეტი ყალბი ბიულეტენი ამოიღეს.