თუ რუსეთი კონფლიქტის ესკალაციას გააგრძელებს,უკრაინა გაატარებს შესაბამის ზომებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა სერგეი პაშინსკიმ განაცხადა.
პაშინსკი, ვითარების კიდევ უფრო დაძაბვის შემთხვევაში, უკრაინის მიერ რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას არ გამორიცხავს.
„არ გამოვრიცხავ, რომ თუ ჩვენს სახელმწიფობს შორის ესკალაციის ზღვარი არ დაიწევს, ჩვენ რაღაც ეპატზე იძულებულნი გავხდებით ჩვენი კონტაქტები მინიმუმანდე შევამციროთ ისეთი ისტრუმენტის გამოყენებით, როგორც არის სავიზო რეჟიმის შემოღება", - განაცხადა პაშინსკიმ.