უკრაინის ხელისუფლება არ აღიარებს ე.წ. რეფერენდუმს დონეცისა და ლუგანსკის მხარეში და მას ფედერალიზაციის მომხრეთა საინფორმაციო კამპანიას უწოდებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა სერგეი პაშინსკიმ განაცხადა.
„ფაქტობრივად არავითარი „რეფერენდუმი" იქ არ იმართება, ეს არის საინფორმაციო კამპანია, რადა დაფარონ საკუთარი დანაშაული", - განაცხადა სერგეი პაშინსკიმ და დასძინა - „დონეცკისა და ლუგანსკის მხარის 2/3-ში არავითარი რეფერენდუმის მსგავსი პროცესიც კი არ იმართება, ზოგიერთ დიდ ქალაქში ფიქსირდება ერთგვარი მინიმიტინგები პრინტერზე დაბეჭდილი ბიულეტენებით".
მისივე თქმით, ე. წ. გამოცხადების მაჩვენებელი ფაქტობრივად 0%-ის ტოლია, უკრაინის გადამღები ჯგუფები მუშაობენ ადგილებზე ვითარების დასაფიქსირებლად.