საჩხერის რაიონულ პოლიციაში, ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ საქართველოს ხუთ მოქალაქეს კითხავენ.
სოფელ სხვიტორის მკვიდრები, ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა მაშინ გაიტაცეს, როდესაც ისინი ჯონჯოლის საკრეფად ტყეში იყვნენ წასულები.
გატაცებულები გუშინ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
არსებული ინფორმაციით, ცხინვალის იზოლატორში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, საქართველოს 15 მოქალაქე რჩება.