სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე გიორგი მაკასარაშვილი და საქველმოქმედო ფონდის "ცხოვრების ახალი გზა" დამფუძნებელი შუქრი ბურჭულაძე არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში მიმდინარე ხეზე კვეთის პროგრამას გაეცნენ.
არასრულწლოვანთა დაწესებულებაში იმყოფებოდა ქორეპისკოპოსი, ახალციხის და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, რომელმაც ყველა მსჯავრდებულს "ახალი აღთქმა" გადასცა და შენობა აკურთხა.
პროექტი, რომელიც ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას და შემდგომ პერიოდში საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობას ემსახურება.