საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი სერგო რატინი ,,რუსთავი-2"-ის ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს ეხმიანება და აცხადებს, რომ უკანონო მოსმენებზე პასუხისმგებლობა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ეკისრება.
,, ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ნათელი გახდა პროკურატურის გუშინდელი სამარცხვინო ისტერიული რეაქციის მიზეზი, რადგან ჩანაწერების გაკეთების დრო ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ბატონი ირკლი ღარიბაშვილი. შესაბამისად, უკანონო მოსმენების ფაქტზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უშუალოდ ეკისრება დღევანდელ პრემიერ-მინისტრს. მოსმენის იმ მაშტაბებმა, რაც გუშინ ვნახეთ, მოლოდინს გადააჭარბა. ცხადი გახდა, რომ არა თუ საზოგადოების არც ერთი ჯგუფი, არამედ ხელისუფლების არც ერთი შტოს წარმომადგენელი არ არის დაცული. თუმცა, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს პარლამენტის თავჯდომარისა და თავდაცვის მინისტრის მიყურადების ფაქტი, რაც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო ინსტიტუტების მნიშვნელობასა და უსაფრთხოებას", _აცხადებს რატიანი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ "რუსთავი 2"-მა რამდენიმე ფარული სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. ჩანაწერებში პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენების სატელეფონო საუბრებებია ასახული.