პროკურატურამ გადაცემა „განსხვავებული აქცენტების" მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ, აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: 2014 წლის 10 მაისს, ტელეკომპანია რუსთავის 2-ის ღამის ეთერით გამოქვეყნებული კერძო საუბრების ჩანაწერებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მესამე ნაწილით, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე", _აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ხელსუფლების მაღალჩინოსნების სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა. ჟურნალის ეკა კვესიტაძის განცხადებით, მაყურებელს საუბრების მხოლოდ მცირე ფრაგმენტები უჩვენეს, რომლებიც კონკრეტულ ინფორმაციას არ შეიცავდა და მხოლოდ მტკიცებულებას წარმოადგენს იმის შესახებ, რომ ამგვარი ჩანაწერები კეთდებოდა.
გადაცემის ავტორის მტკიცებით, საუბრები გასულ წელს არის ჩაწერილი. გადაცემაში წარმოდგენილ იქნა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის, ასევე ბიზნესმენების საუბრების ჩანაწერები.
მასალის გამოყენების პირობები