ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი "რუსთავი 2"-ის შესაძლო ფარულ მიყურადებას ეხმიანება. მისი თქმით, გამოძიების დასრულებამდე შეფასების გაკეთება არ შეუძლია, თუმცა მნიშვნელოვანია ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება შენარჩუნდეს.
"ახლა არ შემიძლია კომენტარის გაკეთება საქმეზე, რადგან ჯერ კიდევ გამოძიება მიმდინარეობს და საბოლოო შედეგები ცნობილი არ არის. შემიძლია ვთქვა, რომ მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება შევინარჩუნოთ არა მხოლოდ დეკლარაციების დონეზე, არამედ რეალურად მივცეთ შესაძლებლობა მათ, ვინც ამ სფეროში მუშაობს, შეასრულოს თავისი სამუშაო დამატებითი სირთულეების, ეკონომიკური დაინტერესებისა და საიდუმლოებების გამჟღავნების საფრთხის გარეშე. ასევე, არ უნდა იყოს პოლიტიკოსების მხრიდან მცდელობა აჩვენონ, რომ რეალური ვითარება იციან მათზე უკეთ, ვინც ამ რეალობას იკვლევს და ზომავს. სოციოლოგიური კვლევების ორგანიზაციებს უნდა მიეცეთ საშუალება ასახონ რეალობა ჩარევის გარეშე", - განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.