თავდაცვის მინისტერი ირაკლი ალასანია აშშ-ში ვიზიტისას გაკეთებული შეთავაზების გამო, მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებს ეხმიანება.
ირაკლი ალასანიას განცხადებით, ბუნებრივია, თავდაცვის მინისტრმა უნდა მოითხოვოს თავდაცვითი საშუალებები და არა ვიოლინოებია პარტია ჯაზ-გუნდებისათვის.
მისი თქმით, როდესაც ის საერთაშორისო ფორუმზე საუბრობდა ნატო-ს პასუხზე რუსეთის აგრესიის მიმართ, აბსოლუტურად ლოგიკური იყო, ეხსნებინა ის, რომ თუკი, ალიანსს სურს, სერიოზული პასუხი გასცეს არსებულ გამოწვევას, უნდა დაიწყონ სამხედრო შემაკავებლების განთავსება აღმოსავლეთ ევროპაში.
"როდესაც საერთაშორისო ფორუმზე ვსაუბრობდი ნატოს პასუხზე რუსეთის აგრესიის მიმართ, აბსოლუტურად ლოგიკური და ბუნებრივი იყო მეხსენებინა, რომ თუკი თქვენ სერიოზულად გინდათ პასუხი გასცეთ ამ გამოწვევას, აუცილებელია სამხედრო შემაკავებლის განთავსება აღმოსავლეთ ევროპაში. მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, ვითხოვ შეიარაღებას და რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ბიუჯეტის, ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად ეტაპობრივად უნდა გაკეთდეს. ბუნებრივია ვერ მოვითხოვდი ვიოლინოების პარტიას ჩვენი ჯაზ-გუნდებისთვის. ჩემი საქმეა, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ავამაღლოთ. შესაძლოა, ჩევნი გუნდის ბევრ წევრს ბოლომდე არა აქვს გააზრებული ის საფრთხე, რომლის წინაშეც დგას აღმოსავლეთ ევროპა, მათ შორის - ჩვენც. ჩვენი ამოცანა იქნება, რაც შეიძლება მეტად, პარლამენტშიც, მთავრობაშიც, ევროპაშიც, ყველას ავუხსნათ, თუ რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისთვის ისეთი შეიარაღება, რომელიც აუცილებელია, რომ საქართველოს ცა იყოს დაცული", -განაცხადა ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები