საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ,,ნაცმოძრაობამ" უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ კვლავ დაირუნოს ხალხის ნდობა. როგორც სპორტის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას ბაქრაძემ განაცხადა პარტიამ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ღირსეული შედეგისთვის უნდა იბრძოლოს.
,. ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვიბრძოლოთ ყველაზე ღირსეული შედეგისთვის. უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ხალხის ნდობა და მხარდაჭერა. იმისთვის, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" თითოეული წევრი ისევე ამაყობდეს ამ პარტიის წევრობით როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა. მე ამის მჯერა მეგობრებო. ჩვენ ეს შეგვიძლია და თუ ყველა ერთად ვირწმუნებთ გამარჯვებას ჩვენი რწმენით, შრომით, ცოდნითა და პატრიოტიზმით აუცილებლად მივაღწევთ მიზანს", _განაცხად ბქარაძემ.