საქართველოს შს სამინისტრო საყდრისის გადარჩენის კომიტეტის მიერ გავცელებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ საყდრისში შს სამინისტრო პირადი შემადგენლობის და ტექნიკის მობილიზებას ახორციელებს უარყოფს და მას „სიცრუეს" უწოდებს.
„საყდრისის გადარჩენის კომიტეტის მიერ გავცელებული განცხადება, იმის შესახებ, რომ საყდრისში შს სამინისტრო პირადი შემადგენლობის და ტექნიკის მობილიზებას ახორციელებს არის ცრუ ინფორმაცია!", _ ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.