დღეს, 8 მაისს, კოპენჰაგენში „ევროვიზია 2014"-ზე მეორე ნახევარფინალურ საღამოზე, მაყურებლის წინაშე ქართველი კონკურსანტები The Shin & მარიკო, სიმღერით "სამი წუთი დედამიწამდე" წარსდგებიან.
საკონკურსო სიმღერა "სამი წუთი დედამიწამდე" (Three Minutes To Earth) ზაზა მიმინოშვილმა შექმნა, ტექსტის ავტორი ეუგენ ელიუ (Eugen Eliu) არის. კომპოზიცია ქ. შტუტგარტში, ევროპის ერთერთ უმსხვილეს სტუდიაში ჩაიწერა. სიმღერის ვიდეორგოლის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილია, მხატვარი - თამარ ფოცხიშვილი.
ქართველი მუსიკოსების სცენოგრაფიაზე რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი მუშაობდა. კოსტუმები დიზაინერებმა ავთანდილმა და დათუნა სულიკაშვილმა შექმნეს.
59-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსმა სტარტი 4 მაისს აიღო. 6 მაისს პირველი ნახევარფინალი გაიმართა. ხოლო ფინალი 10 მაისს გაიმართება.
იხილეთ თენგიზ პაჭკორიას რეპორტაჟი კოპონჰაგენიდან