უკრაინაში შექმნილი სიტუაცია რუსეთის პრეზიდენტისა და დსთ-ს ქვეყნების ლიდერების შეხვედრის მთავარი თემა იქნება. შეხვედრა 8 მაისს, მოსკოვში გაიმართება. განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
„რა თქმა უნდა უკრაინაში შექმნილი სიტუაცია დღის წესრიგის პირველად საკითხებში ფიგურირებს. იქნევა ორმხრივი შეხვედრებიც, რომლებზეც ორმხრივი ურთიერთობები იქნება განხოლული",_ განაცხადა პესკოვმა.