დონეცკის ოლქის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რომან ლიაგინი ვლადიმერ პუტინის თხოვნის კომენტირებისას აღმოსავლეთ უკრაინაში 11 მაისს დანიშნული რეფერენდიმის გადადების საკითხს დასაშვებად მიიჩნევს. ინფრმაციას ამის შესაცხებ რუსული მედია ავრცელებს.
„ჩვენ განვიხილავთ ასეთ საკითხსაც იმ შემთხვევაში თუ იქნება შესაბამისი ბრძანება დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელიმძღვანელობიდან",_ განაცხადა ლიაგინმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მყოფ სეპარატისტებს მიმართა და მათ რეფერენდუმის ვადის გადადება სთხოვა , იმისათვის რათა მის ჩატარებლად კიდევ უფრო გულდასმითი მომზადება იქნეს ჩატარებული.
აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტები რეფერენდუმის ჩატარებას 11 მაისს გეგმავენ.