რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მყოფ სეპარატისტებს მიმართა და მათ რეფერენდუმის ვადის გადადება სთხოვა , იმისათვის რათა მის ჩატარებლად კიდევ უფრო გულდასმითი მომზადება იქნეს ჩატარებული. ინფომრაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინმა ეს განცხადებები ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან დიდიე ბულკხარტერთან გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ვთხოვთ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის წარმომადგენლებს, ქვეყნის ფედერალიზაციის მომხრეებს გადაიტანონ 11 მაისს დაგეგმილი რეფერენდუმი",_ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა და აღნიშნა, რომ რუსული მხარე მათ მოუწოდებს წავიდნენ ამ ნაბიჯზე იმისათვის რათა შემქნან „აუცილებელი პირობები დიალოგისათვის კიევში მყოფ ხელისუფლებასთან".
ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ 25 მაისს კიევში დაგეგმილი არჩევნები არც არაფერს არ შეცვლის.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტები 11 მაისს რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ.