ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებით, მრავალფეროვანი არჩევანითა და ინოვაციებით გამორჩეული კომპანია „ტექნო ბუმი" ქსელს აფართოებს და კიდევ ერთ ცენტრს ჭიათურაში 8 მაისს გახსნის. კომპანიის ინფორმაციით, ახლა უკვე ჭიათურის მოსახლეობასაც შეეძლება, ისარგებლოს „ტექნო ბუმის" ყველაზე დაბალი ფასებით, ჩაერთოს საყოველთაო სოციალურ პროექტებში, ისარგებლოს 0%- იანი 24 თვიანი განვადებით წინასწარი შენატანისა და საკომისიოს გარეშე ტელევიზორებზე, სმარტფონებზე, პლანშეტურ კომპიუტერებზე, მაცივრებზე , სარეცხ მანქანებზე, გაზქურებსა და სხვა ტექნიკაზე.
ამ ყველაფერთან ერთად უკვე ჭიათურის მოსახლეობასაც გეძლევათ საშუალება, ჩაერთოთ ტექნო ბუმის უპრეცედენტო გრანდიოზულ გათამაშებაში, სადაც თამაშდება 10 ბინა თბილისში, 10 ავტომობილი Mercedes Benz-ი, 1000 სმარტფონი, 1000 პლანშეტური კომპიუტერი, 100 მაცივარი,100 გაზქურა, 100 სარეცხი მანქანა, 100 LED ტელევიზორი და სუპერ პრიზი - ნახევარი მილიონი ლარი. რაც უფრო ადრე შეიძენთ ტექნიკას, მით უფრო მეტჯერ მიიღებთ გათამაშებაში მონაწილეობას. მაგ: მაისში შეძენის შემთხვევაში 9- ჯერ, შემდეგ თვეს მოგების 8 შანსი დაგრჩებათ, შემდეგ კი - 7 და ა. შ. გათამაშების პირველი ეტაპი 3 მაისს გაიმართა. მათ ვისაც პირველი ეტაპის გათამაშებაში არ გაუმართლათ, ჯერ კიდევ ცხრა შანსი აქვთ, რომ მოიგონ ოროთახიანი ბინა თბილისში, ავტომობილი Mercedes Benz-ი და სუპერ პრიზი ნახევარი მილიონი ლარი. გათამაშების მეორე ეტაპი 7 ივნისს გაიმართება და ყველაზე იღბლიანი მომხმარებლები პირდაპირ ეთერში გამოვლინდებიან.
„ტექნო ბუმი" წლის ბოლომდე ლიდერობას გეგმავდა, თუმცა მიმდინარე უპრეცედენტო ,გრანდიოზული გათამაშების ეფექტური მოქმედების შედეგად აპრილის თვეში წინა წელთან შედარებით გაყიდვების 232% იანი ზრდა დააფიქსირა. შესაბამისად, კომპანიის მენეჯმეტის განცხადებით, შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა და წლის ბოლოს ნაცვლად, „ტექნო ბუმი" უკვე მაისში შეძლებს გაყიდვების მიხედვით ტექნიკის ბაზრის ლიდერი გახდეს. მაშინ როდესაც ტექნო ბუმი 2012 წელს ბაზარზე მეხუთე პოზიციაზე იყო , 2013 წელს - მესამეზე, ახლა 2014 წლის მაისიდან შედეგების მიხედვით ლიდერი ხდება. კომპანიაში ასეთ რევოლუციურ ზრდას, სწორად გათვლილ სტრატეგიასთან ერთად, საზოგადოების მხრიდან დიდ სიყვარულს და ქვეყანაში შექმნილი თავისუფალ ბიზნეს გარემოს უკავშირებენ.
ამ დროისთვის, „ტექნო ბუმის" ცენტრები თბილისის გარდა, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, მარნეულში, რუსთავში , ფოთსა და
8 მაისიდან უკვე ჭიათურაში ყაზბეგის ქუჩა N2 -ც ამოქმედდება.