რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ოდესაში მომხდარი მოვლენები ფაშიზმის გამოვლინებაა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მისივე თქმით, უკვე მრავალი წელია ევროპაში ფაშიზმის იდეოლოგიის აღორძინებაზე თვალს ხუჭავენ.
„ჩვენ არ დავუშვებთ ფაშიზმის აღორძინებას ევროპაში და მით უფრო რუსეთის ფედერაციაში",_ განაცხადა ლავროვმა.
„იქ ევროპაში თვალს ხუჭავენ იმაზე თუ როგორ ხდება აღნიშნული იდეოლოგიის მომხრეთა გადაბირება, მაგრამ ის რაც ხდება ახლა ეს უბრალოდ მარში არაა ლოზუნგებით. ეს ფაშიზმის გამოვლინებაა „ცოცხლად".
ის რაც მოხდა ოდესაში - ეს წმინდა წყლის ფაშიზმია, ჩვენ არ დავუშვებთ გამოძიების „მიჩქმალვას" და სიმართლისთის ვიბრძოლებთ",_ განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, კიევის ხელისუფლების მიერ ფაქტების მიჩქმალვა შეგნებულად ხდება, მოსკოვი კი იბრძოლებს იმისათვის, რომ „სიმართლის არც ერთი ნაწილი არ დარჩეს გაუსაჯაროებელი".