პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ტელეკომპანია ,, რუსთავი-2"-ში აღმოჩენილ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება უახლოეს მომავალში გაარკვეს კონკრეტულად რასთან გვქვს საქმე.
,,ჩვენ ერთი ვიცით რომ ორი წლის წინანდელ საქართველოში, პრაქტიკულად, ყველგან ყველაფერი ისმინებოდა. გამოძიების გასარკვევია, ჩვენ გვაქვს შემთხვევა ძველი დროიდან მოყოლებულ გარკვეულ პრობლემასთან თუ რაიმე სხვასთან. დღევანდელ ვითარებაში ძალიან ადვილი გახდა პირადი საიდუმლოებების დარღვევა როგორც სახელმწიფოს, ასევე კომპანიების, კერძო პირების მხრიდან. ამიტომ უნდა მივიღოთ გადამჭრელი ზომები საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ დონეზეც, რომ ეს საკითხები ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება მალე გაარკვევს რასთან გვაქვს საქმე", _განაცხადა უსუფაშვილმა.