7 მაისს, 12 საათზე, თიბისი ბანკის ცენტრალურ ოფისში (მარჯანიშვილის ფილიალი) გაიმართება ეროვნული კინოცენტრის დირექტორის - ნანა ჯანელიძის და თიბისი ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ერთობლივი პრესკონფერენცია.
ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდება 2014 წელს ეროვნული კინოცენტრის დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსების გამარჯვებული პროექტები.
თიბისი ბანკმა ფინანსური მონაწილეობა მიიღო 2014 წელს დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსის წესით დაფინანსებაში, რამაც გაზარდა ფილმწარმოების საკონკურსო ფონდი.
ეს არის პირველი პრეცენდენტი, როდესაც სახელმწიფო სუბსიდიასთან ერთად კინოწარმოებაში ერთვება კერძო ბიზნესი. კერძო სექტორის ამ ფორმით მონაწილეობა ფილმწარმოებაში კი ხელ შეუწყობს ქვეყანაში კინემატოგრაფის განვითარებას.