დღეს, 6 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, გაიმართება ეროვნული კინოცენტრის პროექტის - კინო სკოლაში პრეზენტაცია.
პრეზენტაციას გაუძღვება ეროვნული კინოცენტრის დირექტორი - ნანა ჯანელიძე.
პრეზენტაციას დაესწრება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - გურამ ოდიშარია. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან მინისტრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით, 17 მარტიდან საქართველოს 5 რეგიონში, საპილოტეპროექტის „კინო სკოლაში" განხორცილება დაიწყო. ინიციატივა მიზნად ისახავს, საქართველოს მოზარდ თაობაში კინოხელოვნების პოპულარიზაციას, ანალიტიკური აზროვნებისა და ესთეტიკური აღქმის უნარის განვითარებას. ასევე ახალ თაობაში კინოს სფეროში ცნობიერების ამაღლებას.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციის PH International-თან თანამშრომლობით.
საპილოტე პროექტისთვის შეირჩა 40 სკოლა საქართველოს 5 რეგიონში (ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხთა-თიანეთი, იმერეთი, აჭარა).
3 თვის განმავლობაში უფროსკლასელებისთვის (მე-8, მე-9, მე-10 და მე-11კლასის მოსწავლეები) კვირაში ერთხელ ქართული და მსოფლიო კინემატოგრაფისკლასიკური ნიმუშების ჩვენება იმართება. ფილმები შერჩეულ იქნა პროფესიონალებთან (კინომცოდნე, ფსიქოლოგი, განათლების ექსპერტი) კონსულტაციის შედეგად. სურვილის შემთხვევაში ასევე შესაძლებელია გაიმართოს თანამედროვე წარმატებული ქართული ფილმების ჩვენებაც.
3 თვის განმავლობაში 12 ნაწილიან კურსს სკოლებში 20 კინოპროფესიონალი უძღვება, რომლებმაც მოსამზადებლად სპეციალური ტრეინინგი გაიარეს და ფილმის ჩვენების შემდგომკლასებში დისკუსიებს მართავენ.
ასევე პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია მოსწავლეების ცოცხალ კინოპროცესებში ჩართვა -კინოსცენარზე მუშაობა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება.