შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მეთერთმეტე განყოფილების და დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ზურაბ ც. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრად დაფასოებული
8,3 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რაც ექსპერტიზის დასკვნით ახალ
ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს
მიეკუთვნება.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).