"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით დღეს ღუდუშაურის კლინიკაში სისხლის ჩაბარების აქცია მოეწყო.
სისხლი უსასყიდლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ვაკის რაიონული ორგანიზაციის
50 აქტივისტმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა გაიღო.
"არავინ არ ვიცით ვის, როდის დაგვჭირდება სისხლი. ამიტომ აუცილებელია მსგავსი აქციები ინტენსიურად გაიმართოს. ეს არის საკითხი, რომელსაც მუდმივი ყურადღება და ჩართულობა სჭირდება",- აღნიშნა წერეთელმა.
"ნაციონალების" მიერ სისხლის ჩაბარების აქცია მთელ საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება.