ოდესაში სეპარატისტებისა და უკრაინის ერთიანობის მომხრეთა შორის დაპირპირების შედეგაც დაღუპული ადამიანების გამო სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით დაღუპულია 40 ადამიანზე მეტი.
ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებებს დახმარებისათვის 170 ადამიანმა მიმართა. მათგან 25 ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ოდესელები დაზარალებულთა დასახმარებლად მასობრივად აბარებენ სისხლს.