7,8 მაისს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში "ერთად გავიხსენოთ ბატონი ოთარ მეღვინეთუხუცესი" საღამო გაიმართება.
ღონისძიება ქართული თეატრისა და კინოს მსახიობის ოთარ მეღვინეთუხუცესის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე გაიმართება.
საღამოს საფუძვლად უდევს მისი ნათამაშები ბოლო სპექტაკლი `მემუარები~ (რეჟ.ირაკლი გოგია). მისი ცხოვრებისა და სცენის განუყრელი პარტნიორის გურანდა გაბუნიას მონაწილეობით. საღამოს რეჟისორები: ლევან წულაძე, ირაკლი გოგია.
მასალის გამოყენების პირობები