განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე დღეს პროექტში "მომავალი შენია" გამარჯვებულ მოსწავლეებს დააჯილდოებს.
ღონისძიება თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში დედაქალაქისა და რეგიონების სკოლებში ლექცია-სემინარები ბუნების დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების, დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოების, ტოლერანტობის, გენდერული თანასწორობის, შრომის პატივისცემისა და ყოფითი კულტურის საკითხებზე ჩატარდა, რის შემდეგაც საკონკურსოდ სკოლის მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო თემები დაამუშავეს.
გამარჯვებულებს სპეციალური კომისია გამოავლეს, რომლის შემადგენლობაშიც ფონდი "წამი"-ს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, თბილისის მერიისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები შევლენ. კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით მათთვის ასევე საზაფხულო სოციალური ბანაკი მოეწყობა. მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ და პროექტის შემაჯამებელი ჟურნალი მომზადდება, რომელშიც შევა საუკეთესო ნამუშევრები და პროექტის მიმდინარეობის ამსახველი ფოტოები.