დღეს, 2 მაისს, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები" კონცერტს გამართავს.
კონცერტზე კლასიკური შერეული პროგრამა და განახლებული საცეკვაო კომპოზიციები იქნება წარმოდგენილი. ასევე „სუხიშვილები" უკრაინულ ნაციონალურ ცეკვას შეასრულებენ.
აღნიშნული პროგრამით „სუხიშვილები" საგასტროლო ტურნეში იმყოფებოდა: მოლდოვაში, ბელარუსსა და უკრაინაში.