ხარკოვში დაახლოებით ორი ათასი პროსურუსულად განწყობილი მოქალაქე საქალაქო ადმინისტრაციის შენობის პიკეტს ახორციელებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მომიტინგეები სკანდირბენ: „ავაკოვი-ნარებზე!", „ხარკოვი-რუსული ქალაქია!", „რუსეთი!", „ძირს ხუნტა!" და სხვა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს ადამიანები საქალაქო ადმინისტრაციის შენობასთან კომპარტიისა და მოძრაობა „სამხრეთ-აღმოსავლეთის" მიტინგის შემდეგ მივიდნენ. მათ ხელში უჭირავთ რუსეთისა და საბჭოთა კავშირის დროშები.
შენობას რამდენიმე ასეული მილიციის თანამშრომელი იცავს. ამას გარდა, გვერდით ქუჩებზე კიდევ დგას რამდენიმე ავტობუსი, რომლებშიც მილიციონერები სხედან. შენობის შტურმის მცდელობები ჯერ არ ყოფილა.