ბოევიკებმა დონეცკის რაიონული პროკურატურის შენობა აიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ამ დროისათვის სეპარატისტებმა შენობაზე თვითგამოცხადებული ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის დროშა აღმართეს.
შენობასთან დაახლოებით 1000 მომიტინგე იმყოფება. მრავალი მათგანი შინაგანი ჯარის ატრიბუტიკით არის აღჭურვილი.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგანი ჯარის რამდენიმე სამხედროა დაჭრილი.