დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაში უცნობი, ნიღბიანი პირები მილიციის საგუშაგოს დაესხნენ თავს და მათ ხელთ არსებული იარაღი ხელში ჩაიგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„ქალაქ ავდეევკაში მილიციის საგუშაგოსთან ავტომობილით შეიარაღებული ხალხი მივიდა, მათ სცემეს პოლიციელები და იარაღი წაართვეს",_ წერს უკრაინული მედია.