საბაჟო გამშვებ პუნქტზე „თბილისის აეროპორტი" არაიდენტიფიცირებული მედიკამენტების შემოტანის ფაქტი გამოვლინდა. მებაჟე ოფიცრებმა სტამბული-თბილისის რეისით ჩამოფრენილი ნიგერიის მოქალაქე ს.ა.ა.-ის ბარგის დათვალიერებისას პირველადი შეფუთვის არმქონე, სხვადასხვა სახის არაიდენტიფიცირებული მედიკამენტი აღმოაჩინეს. მედიკამენტების საერთო წონამ 288,43 გრამი შეადგინა.
საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველ მთავარ სამმართველოს.
მასალის გამოყენების პირობები