უკრაინული მედიით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღეს არსებობს საფრთხე იმისა, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობაზე" დაყრდნობით ავრცელებს.
ჯგუფის კოორდინატორი დიმიტრი ტიმოჩუკი აცხადებს, რომ „ოპწრატიული ინფორმაციის თანახმად, დღეს შესაძლო დარტყმის განხორციელების ორი მიმართულება არსებობს - სლობოჟანსკოესა და დონეცკის მხრიდან",_ ეს ინფორმაცია ტიმჩუკმა სოციალურ ქსელში თავის გვერდზე განათავსა.
„ვამახვილებთ თქვენს ყურადღებას იმაზე, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვრის 50 კილომეტრიან ზონაში იმყოფება 18 ათასი რუსი სამხედრო, 200 კილომეტრიან ზონაში კი 20 ათასამდე რუსი სამხედრო. სულ საზღვართან არის დაახლოებით 36-დან 38 ათას რუს ჯარისკაცამდე და ამას პლიურ 22 ათასი სამხედრო ყირიმში",_ წერს ტიმჩუკი.
მასალის გამოყენების პირობები