დიდი ბრიტანეთის სასტუმროებში უხარისხო ინტერნეტია. როგორც ჩატარებული კვლევის მიხედვით ირკვევა, იმისათვის რომ ტურისტებმა როუმინგისა და ინტერნეტის ხარისხით კმაყოფილება იგრძნონ ამისათვის ისინი შვედეთში უნდა გაემგზავრონ. სწორედ შვედეთი ლიდერობს უფასო wi-fi -ს მხრივ „ტოპ-10"-ს", რომელიც სასტუმროებში ინტერნეტის ხარისხის მიხედვითაა შედგენილი.
Daily Mail წერს, რომ შვედეთის სასტუმროების 90%-ში ვიზიტორებს უფასო ინტერნეტს სთავაზობენ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ მაჩვენებელი შვედეთი ევროპაში ლიდერია. „ტოპ-10" ასევე მოხვდა საფრანგეთი, თურქეთი ესპანეთი.
დიდი ბრიტანეთი უფასო ინტერნეტის მხრივ ყველაზე ცუდ ადგილად სახელდება. იმავდროულად ირკვევა, რომ ინტერნეტის ხარისხი ყველაზე დაბალი მანჩესტერის სასტუმროებშია.
მასალის გამოყენების პირობები