2 მაისს, 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში მსახიობ თამარ სხირტლაძის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
საიუბილეო საღამოზე იუბილარი წარმოადგენს ნაწყვეტებს სპექტაკლებიდან "ეუხენა ბალბოა", "ჰაჯი მურატი". ერთგვარი ანონსის სახით ითამაშებს ერთ ეპიზოდს ახალი სპექტაკლიდან "თეთრი იასამანი"(რეჟისორი გიზო ჟორდანია). იუბილარს მიესალმებიან მისი კოლეგები, რეჟისორები, თეატრმცოდნეები.
საიუბილეო დღისადმი მიძღვნილი საღამოს მზადებასთან ერთად მსახიობი რეჟისორ გიზო ჟორდანიასთან ახალ როლზე სპექტაკლში "თეთრი იასამანი".
საქართვლოს სახალხო არტისტმა, ორგზის სახელმწიფო და ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიების ლაურეატმა, თამარ სხირტლაძემ პროფესიული განათლება მარჯანიშვილის თეატრის სტუდიაში მიიღო უშანგი ჩხეიძის ხელმძღვანელობით. 1947 წელს მისი დებიუტი შედგა სპექტაკლში "ნინოშვილის გურია" (ქრისტინე).
მარჯანიშვილის თეატრის ისტორიაში და ზოგადად ქართული თეატრის მატეანეშიც ძნელად მოიძებნება მსახიობი, რომელიც 67 სეზონია აქტიურ შემოქმედებით პროცესშია ჩართული. მსახიობი მონაწილეობდა სპექტაკლებში: "მკაცრი ქალიშვილები", "ხეები ზეზეურად კვდებიან", "შთამომავლობა", "შიში", "ანა კარენინა"," პირისპირ", "ადამიანი იბადება ერთხელ", "ჰაკი აძბა", "საქართველოს უკანასკნელი დედოფალი", "მე ვხედავ მზეს", "ქამუშაძის გაჭირვება" და სხვა.
ამჟამადა მიუხედავად ასაკისა აქტიურადაა დაკავებული თეატრის დღევანდელ რეპერტიარში: "ეუხენა ბალბოა", "ზვავი", "თოვლის დედოფალი", "ჰაჯი მურატი", "პიგმალიონი".